ყოროლისთავში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ

14 ნოემბერი 2023, 14:05 504 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' ხელვაჩაურის მერიას მომავალი წლის ბიუჯეტში სოფელ ყოროლისთავის ბაღის მშენებლობის გათვალისწინებას სთხოვს.

ოპოზიციას განცხადება უკვე მზად აქვს, რომელსაც ადგილობრივების უმრავლესობა აწერს ხელს, დღეს ხელვაჩაურის საკრებულოში პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოფიციალური მიმართვა გააკეთა, რომელსაც მოსახლეობაც ესწრებოდა.

აქაურები ამბობენ, რომ სოფელში ბაღი არ არის, რის გამოც ბავშვები კერძო ან სხვა სოფლის საბავშვო ბაღებში დაჰყავთ, რაც ხარჯებს უკავშირდება. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ტრანსპორტის დაფინანსება, რომლითაც ისინი სარგებლობენ მერიამ შეწყვიტა. ნაციონალური მოძრაობა ამ და სხვა მოთხოვნებით, ხელვაჩაურის თვითმმართველობას ხვალ მიმართავს.

მერიაში ოპოზიციას არ პასუხობენ, ამბობენ, რომ მათი საქმიანობა გამჭირვალეა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში