„ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაზე „ოლიმპია მილანო“ დაამარცხა

15 ნოემბერი 2023, 10:03 488 ნახვა

ევროლიგის მერვე ტურში იტალიურ დერბიში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლა და მატჩი შვიდი ქულით - 86:79 მოიგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.

ვირტუს ბოლონია“ მომდევნო ტურში, 17 ნოემბერს, საბერძნეთში „პანათინაიკოსს“ ესტუმრება. იტალიური გუნდი შვიდი მოგებითა და ერთი მარცხით ევროლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში