„ჯვაროსნები“ სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ 

15 ნოემბერი 2023, 11:03 501 ნახვა

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. ვილი სანიოლის გუნდმა   „მიხეილ მესხი 2“-ზე უკვე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.  

დღეს ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ივარჯიშებს, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. საქართველო-შოტლანდიის მატჩი ხვალ,  16 ნოემბერს „დინამო არენაზე“  თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.  

აქვე გეტყვით, რომ ჯგუფიდან უკვე გავიდნენ შოტლანდია და ესპანეთი,  საქართველოს ნაკრებს კი 7 ქულა აქვს და მხოლოდ კვიპროსს უსწრებს. მესამე ადგილზე ნორვეგიის ეროვნული ნაკრებია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში