ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის შედეგად  12 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

15 ნოემბერი 2023, 10:55 457 ნახვა

ღაზის სექტორში ისრაელ-ჰამასის კონფლიქტმა ორივე მხარის ჯანდაცვის ორგანოების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 12 ათას 700-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ჰამასის პრესცენტრზე დაყრდნობით ალ ჯაზირა აცხადებს, რომ ღაზის სექტორში  კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 11 ათას  320-მდე გაიზარდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ გუშინ  დასავლეთ სანაპიროზე 196 პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის არმიის ბლოკადაში მყოფი ღაზის ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოებში მომსახურების თითქმის სრული შეწყვეტის და საკომუნიკაციო კავშირების შეფერხების გამო, გართულებულია  დაშავებულების მონაცემების შედგენა და განახლება.

პალესტინის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მონაცემებით, 3 ათას 141 პალესტინელი სტუდენტი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმების  შედეგად, ხოლო  დაშავებულია  4 ათას 863 სტუდენტი. დასავლეთ სანაპიროზე 67 სტუდენტი დააკავეს.   

ღაზის სექტორში 200-ზე მეტი საჯარო სკოლა იყო საჰაერო დარტყმების სამიზნე, მათგან 45 სერიოზულად დაზიანდა.

ისრაელის ხელისუფლებამ სამშაბათს არ განაახლა მსხვერპლთა მონაცემები. მანამდე ისრაელის მხარემ 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1400  1200-ით შეცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში