ხვალიდან №7 და №7ა ავტობუსები შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებენ

15 ნოემბერი 2023, 13:05 1806 ნახვა

ხვალ, 16 ნოემბრიდან №7 და №7ა სამარშრუტო ავტობუსები შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებენ - ინფორმაციას ბათუმის ავტოტრანსპორტი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ცვლილებების მიზეზი ხახულის ქუჩის საგზაო–სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

"№7 სამარშრუტო ხაზი მოძრაობას დაიწყებს ხახულისა და შარაშიძის ქუჩის კვეთიდან ვარშანიძის, სულაბერიძის, ბარათაშვილის, რუსთაველის, აბუსერიძის ქუჩების გავლით აღმაშენებლის ქუჩამდე და უკუმიმართულებით, 15 წუთიანი ინტერვალით.

ხოლო №7ა სამარშრუტო ხაზს სრულიად ჩაანაცვლებს №7 სამარშრუტო ხაზი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბათუმის ავტოტრანსპორტის ცხელ ხაზს: 0422247676

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში