ალ-შიფას საავადმყოფოში 7 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება

15 ნოემბერი 2023, 14:01 444 ნახვა

ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოს ლაბორატორიები და  სისხლის ბანკი ელექტროენერგიის გათიშვის გამო არ ფუნქციონირებს - აცხადებს მედპერსონალი.

ღაზაში მდებარე პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  გამოქვეყნებულ ვიდეოში ექიმი ამბობს,  რომ სისხლის ბანკი შესაძლოა განადგურდეს ელექტროენერგიის გათიშვის გამო.

ჰამასის მტკიცებით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე  ისრაელის არმიის მუდმივი ცეცხლის ქვეშ 650 პაციენტი და 7 ათასამდე  მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში