IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა შორის ევროკავშირში გაწევრიანებას 73%-იანი მხარდაჭერა აქვს, მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა პრო-დასავლური უნდა იყოს

16 ნოემბერი 2023, 10:09 493 ნახვა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მიმდინარე წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ - საქართველოს მოქალაქეები რუსეთს პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამენ.

გამოკითხულები შეშფოთებულები არიან საქართველოში რუსი ემიგრანტების გამო და თვლიან, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის მაღალი დონეა. 73%-ის აზრით, რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება.

გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნის ყველაზე დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს, ყველაზე დიდ საფრთხედ კი რუსეთს. აირაის კვლევის თანახმად, ინტერვიუერთა შორის ევროკავშირში გაწევრიანებას 73%-იანი მხარდაჭერა აქვს, მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა პრო-დასავლური უნდა იყოს.

ასევე კვლევის თანახმად, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა 65% უჭერს მხარს. კვლევა  14 სექტემბრიდან - 14 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა, მონაცემები პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. გამოიკითხა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი  +/- 2.5 %-ია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში