გაეროს უშიშროების საბჭოში მალტის მიერ მომზადებულ რეზოლუციას უყარეს კენჭი

16 ნოემბერი 2023, 09:09 416 ნახვა

გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზის სექტორში დახმარების შესატანად ისრაელის არმიასა და ჰამასის ბოევიკებს საბრძოლო მოქმედებებში სასწრაფო და ხანგრძლივი დროით ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოუწოდა.

შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებიც საბჭოში ვეტოს უფლებით სარგებლობენ,   თავი შეიკავეს  მალტის მიერ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან. საბჭოს დანარჩენმა  12 წევრმა მხარი დაუჭირა დოკუმეტს. რუსეთმა ვერ მოასწრო რეზოლუციაში შესწორების შეტანა და  საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოწოდება.

გაეროში რუსეთის ელჩის განცხადებით, რუსეთმა თავი შეიკავა, რადგან არ ყოფილა მოწოდება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში