ვაშინგტონში პროპალესტინური აქცია შეტაკებაში გადაიზარდა

16 ნოემბერი 2023, 10:15 499 ნახვა

აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის თანამშრომლები ათობით დემონსტრანტს დაუპირისპირდნენ, რომლებიც ვაშინგტონში დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის შტაბბინის წინ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით  შეიკრიბნენ. პოლიციამ დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის  შტაბბინაში მყოფი კანონმდებლების  ევაკუაცია მოახდინა.

პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა მომიტინგეების კაპიტოლიუმის ტერიტორიიდან  გაყვანა. სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად წიწაკის სპრეი და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, რომლებიც  ქიმიურ გამაღიზიანებელს შეიცავს.

აშშ-ს კაპიტოლიუმის პოლიციის განცხადებით, 150-მდე ადამიანი არალეგალურად და აგრესიულად აპროტესტებდა ვაშინგტონის პოლიტიკას ისრაელ-ჰამასის ომთან მიმართებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში