საქართველოს 19 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის შესარჩევი მოგებით დაიწყო

16 ნოემბერი 2023, 10:09 564 ნახვა

საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი კვიპროსთან გამარჯვებით დაიწყო.

ვასილ მაისურაძის გუნდმა მეექვსე ჯგუფის პირველი თამაშში მეტოქე 2:0 დაამარცხა. 23-ე წუთზე ნიკო ცეცხლაძის პასით ცოტნე ბერელიძემ გაიტანა, 81-ზე კი საბა სამუშიას ჩაწოდებას დაჩი ლორთქიფანიძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს, მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში