დევიდ კემერონი პირველი სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა

16 ნოემბერი 2023, 14:04 494 ნახვა

დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ქემერონი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და მის უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის „მორალურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მხარდაჭერას“.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიარაღების, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის აუცილებლობა განიხილა.

უკრაინის ლიდერმა მიულოცა ქემერონს თანამდებობაზე დანიშვნა და მადლობა გადაუხადა უკრაინაში ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში