სამოქალაქო განათლების პროგრამა

16 ნოემბერი 2023, 14:01 772 ნახვა

მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა  ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში. პიროტექნიკის მავნებლობა, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა,  თვითმმართველობებში  მოქალაქეთა ჩართულობის საჭიროება და სხვა  მსგავს თემებზე გააკეთეს აქცენტი მოზარდებმა, რომლებიც ამბობენ, რომ  უამრავი პრობლემის  მოგვარება  სწორედ  ცნობიერების ამაღლებით და ახალგაზრდების  ჩართულობით არის შესაძლებელი.

აქტივობა  იუესაიდის სამოქალაქო განათლების  პროგრამის   ნაწილია. მისი  მიზანი ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ცნობიერებისა და  სამოქალაქო საკითხებში მათი  მონაწილეობის   გაზრდაა, რაც მომავალში  აქტიური და პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში