ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, 30-ზე მეტი პირი დააკავეს - უცხოური მედია

16 ნოემბერი 2023, 15:42 637 ნახვა

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. ესპანური მედიის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობა სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებას უკავშირდება.

ჩხრეკა ჩატარდა 30-ზე მეტ მისამართზე, მათ შორის ბარსელონაში და კატალონიის სხვა დასახლებებში.

ოპერატიულ ღონისძიებებში 350-მდე კატალონიელი პოლიციელი მონაწილეობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში