საქართველოში ამ ეტაპზე „ვოსორიდიტით“ 4 ბავშვი მკურნალობს

17 ნოემბერი 2023, 18:04 607 ნახვა

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტით საქართველოში ოთხი ბავშვის მკურნალობა დაიწყო. პრეპარატ ვოსორიტიდის პირველი დოზა ინიექციის სახით იაშვილის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კეთდება.ერთი წლის განმავლობაში, ყოველ დღე მოხდება ინექციის შეყვანა აქონდროპალაზიის მქონე პაციენტისთვის, წამალი სატესტო რეჟიმშია. ვოსორიტიდით პირველი ინიექცია ოთხშაბათს გაკეთდა. კვლევების მიხედვით, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებს, რომელთა ძვლოვანი სისტემა არაპროპორციულად ვითარდება, „ბიომარინის“ მიერ შექმნილი წამალი ზრდაში ეხმარება. მშობლების ხანგრძლივი პროტესტის და აქციების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ აქონდროპლაზიის, როგორც იშვიათი გენეტიკური დაავადების, მართვის პროტოკოლი მოამზადა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში