დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა

19 ნოემბერი 2023, 20:01 738 ნახვა

კოსტა სანიკიძეზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დაზარალებული "რუსთავი 2-ის" პროექტ "პრაიმჰაუსში" მონაწილეობდა. სანიკიძეს დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული. მას კლინიკა "ჰელსიკორში" გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

კოსტა სანიკიძის მეგობრები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, გონზე მოვიდა და აპარატზე შეერთებასაც აღარ საჭიროებს.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კოსტა სანიკიძეზე თავდასხმა გამთენიისას, დილის 7 საათისთვის მოხდა. მას, საკუთარ სახლში, 25 წლამდე პირი დაესხა თავს და დაჭრა. შემთხვევის დროს სახლში იყო კოსტა სანიკიძის დედაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში