ისრაელ-ჰამასის ომმა 48 ჟურნალისტი იმსხვერპლა

20 ნოემბერი 2023, 10:05 442 ნახვა

ღაზაში პალესტინელ ჟურნალისტ  ჰასუნა სლიმს გლოვობენ, რომელიც იმ 31 ადამიანს შორისაა, რომლებიც ამ შაბათ-კვირას ღაზის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. 

თავდასხმის შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი ადგილობრივი ჟურნალისტი სარი მანსური.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ  ვიდეოზე  სლიმი ღაზიდან ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ რეპორტაჟს უძღვება, მეორე ვიდეოზე კი   ღაზაში მოკლულ ჟურნალისტებზე საუბრობს. 

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, ისრაელი-„ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა. მათგან  43 პალესტინელია, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში