არაბი და მუსლიმი მინისტრები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ

20 ნოემბერი 2023, 14:15 575 ნახვა

არაბი და მუსლიმი მინისტრები ღაზაში ომის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარების დაშვების მოწოდებით გამოვიდნენ. ერთობლივი განცხადება მათ პეკინში ვიზიტისას გააკეთეს. 

ოფიციალური პირები საუდის არაბეთიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან, ინდონეზიიდან, პალესტინიდან და „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციიდან“ დღეს შეხვედრებს გამართავენ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისთან.

ჩინეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, პეკინი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს პალესტინელი ხალხის სამართლიან საქმეს, აღადგინონ თავიანთი ლეგიტიმური ეროვნული უფლებები და ინტერესები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში