სამართლის უზენაესობის ფორუმი

20 ნოემბერი 2023, 14:38 544 ნახვა

ბათუმში  სამართლის უზენაესობის  რეგიონული ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  სამართლის უზენაესობის პროგრამის  ბათუმისა და ქუთაისის რეგიონული ჰაბების ფარგლებში  პირველად იმართება. ფორუმზე განიხილება  კანონის უზენაესობის დაცვისა და სტრატეგიების გაზიარების საკითხები.

დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემაა,   ბავშვის საუკეთესო  ინტერესების დაცვა და ოჯახურ საქმეებში მედიაციის გამოყენების უპირატესობა.

ფორუმს ესწრებიან ადვოკატთა ასოციაციის წევრები, მოსამართლეები, პროკურორები, სტუდენტები, მედიისა და მესამე სექტორის წამომადგენლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში