ერთა ლიგის ნახევარფინალში „ჯვაროსნების“ მეტოქე ლუქსემბურგი იქნება 

21 ნოემბერი 2023, 10:15 498 ნახვა

2024 წლის 21 მარტს "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს.

„ჯვაროსნები“ ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საქართველოს ნაკრებს ჯერ ლუქსემბურგის დამარცხება სჭირდება, შემდეგ კი ფინალის მოგებაც, რომელიც 26 მარტს გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ათენში ასეთია - საბერძნეთი ყაზახეთს ათენში ეთამაშება.

რომელი ფინალისტის მოედანზე გაიმართება ფინალური მატჩი, 23 ნოემბრის წილისყრაზე გადაწყდება.

აქვე გეტყვით, რომ ესპანეთთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო, ხვიჩა კვარაცხელია ლუქსემბურგთან ნახევარფინალს გამოტოვებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში