თორნიკე შენგელიას 26 ქულა 26 წუთში 

21 ნოემბერი 2023, 09:18 393 ნახვა

იტალიის ჩემპიონატში მერვე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „ბრეშას“ დაუპირისპირდა და 88:76 დაამარცხა. მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 26 წუთში 26 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.

თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 35 შეადგინა. იტალიის ჩემპიონატში „ვირტუსს“ შვიდი მოგება, ერთი წაგება აქვს და პირველ ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში