ღაზიდან გაეროს ეგიდით ათობით დღენაკლული ჩვილის ევაკუაცია მოხდა

21 ნოემბერი 2023, 10:15 492 ნახვა

ღაზის ყველაზე დიდი  საავადმყოფოდან ევაკუირებული 28 ნაადრევად დაბადებული ჩვილი ეგვიპტეში გადაუდებელი მკურნალობისთვის გადაიყვანეს.

ახალშობილები იმყოფებოდნენ ღაზის ჩრდილოეთით ალ შიფას საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე ახალშობილი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ღაზის დაბომბვამ  სამედიცინო დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ შიფას საავადმყოფო ალყაში გასულ კვირას მოაქციეს, რათა მათი თქმით, საავადმყოფოს ქვეშ ჰამასის გვირაბების ქსელი აღმოეჩინათ.

ასობით პაციენტმა, მედპერსონალმა და დევნილმა  დატოვა ალ შიფს საავადმყოფო. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში