ჰამასის მძევალთა ოჯახის წევრები სამხედრო მთვარობის მინისტრებს შეხვდნენ

21 ნოემბერი 2023, 11:03 429 ნახვა

ჰამასის ტყვეობაში მყოფი ისრაელელი მძევლების ოჯახის  წევრები ისრაელის სამხედრო კაბინეტის წევრებს შეხვდნენ.  შეხვედრის შემდეგ მძევლების ახლობლებმა განაცხადეს, რომ ისინი იმედგაცრუებულნი არიან. 

მძევალთა ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ ამ ოპერაციის წყალობით რაც შეიძლება მალე დაიბრუნებენ მათ ახლობლებს.

ორშაბათს სამხედრო კაბინეტის მინისტრებსა და ოჯახის რამდენიმე წევრს შორის შეხვედრის შემდეგ მძევალთა ნათესავებმა იმედი დაიტოვეს, რომ ისრაელის მთავრობა პრიორიტეტს მიანიჭებს მძევლების გათავისუფლების საკითხს.

ამას გარდა მძევალთა ახლობლებმა ულტრამემარჯვენე ისრაელელ კანონმდებლებს მოუწოდეს, არ განიხილონ წარდგენილი კანონპროექტი დატყვევებული პალესტინელი ბოევიკების  სიკვდილით დასჯის შესახებ და რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის მძევლებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში