არ დავუშვებთ ჩვენი თავისუფლება წაგვართვან - ზელენსკი

21 ნოემბერი 2023, 14:03 414 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა უკრაინელებს ღირსებისა და თავისუფლების დღესთან დაკავშირებით. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება არის რეალობა, რომელშიც უკვე შეუძლებელია უკრაინის წინსვლის შეჩერება.

10 წლის წინ ბრძოლის ახალი გვერდი დავიწყეთ. 10 წლის შემდეგ უკრაინელებმა პირველი კონტრშეტევა განახორციელეს. უკანონობის, ევროპული მომავლის ჩამორთმევის მცდელობების წინააღმდეგ. ჩვენი მონობის წინააღმდეგ - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის დროშაზე ვარსკვლავების წრეში, რომელიც ევროპის ხალხების ერთიანობის სიმბოლოა, უკრაინის ვარსკვლავიც ბრწყინავდეს.

„20 წლის წინ ეს იყო რომანტიკული ოცნება, 10 წლის წინ ეს იყო ამბიციური მიზანი, დღეს ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენი წინსვლისა  და ყველა სავალდებულო ეტაპის გადალახვის შეჩერება შეუძლებელია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და შემდგომი გაწევრიანების მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს უკრაინის სრულუფლებიანი წევრობით ევროკავშირში და ამას ყველაფერს უკრაინა ომის მიუხედავად აკეთებს.

"ჩვენი ხალხი ახლა იცავს  საკუთარ თავს და ევროპასაც, იმიტომ, რომ  გვაქვს ღირსება და არ დავუშვებთ ჩვენი თავისუფლების წართმევას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში