ისრაელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ოთხ დღიან ზავს დათანხმდა

22 ნოემბერი 2023, 10:11 480 ნახვა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება 150 პალესტინელი პატიმრის ნაცვლად. ამ დროის განმავლობაში ღაზის სექტორში საბრძოლო პაუზები გამოცხადდება.

„ჰამასი“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ 50 ისრაელელს, მხოლოდ სამოქალაქო პირებს - ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის 4 დღით შეწყვეტას დათანხმდა, პარალელურად კი, ციხიდან 150 -მდე პალესტინელ პატიმარს, ძირითადად ქალებსა და მოზარდებს გაათავისუფლებს.

პაუზის პერიოდში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებითა და საწვავით დატვირთული 300 -მდე სატვირთო შევა. შეთანხმების დამტკიცების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ისრაელი საომარ მდგომარეობაში რჩება.

ომის დაწყებიდან დღემდე, ღაზის ტერიტორიაზე, უკვე 14 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. დაშავდა 33 000-მდე პირი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში