ჩინეთის ლიდერი ისრაელსა და ჰამასს ღაზაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს  

22 ნოემბერი 2023, 10:02 377 ნახვა

ჩინეთის პრეზიდენტმა ღაზის კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, ასევე ყველა თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და გაათავისუფლონ მძევლები, რათა თავიდან აიცილონ უფრო მეტი მსხვერპლი და ტანჯვა.

ასევე მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა, ღაზაში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაფართოება და მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილების შეჩერება, წყლის, ელექტროენერგიის და საწვავის  მიწოდების განახლება, რაც ღაზაში მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული - განაცხადა სი ძინ პინმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში