პაემნები საპატიმროებში - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

22 ნოემბერი 2023, 14:03 566 ნახვა

პროკურორებს და  გამომძიებლებს აღარ ექნებათ უფლება  პატიმრობაში მყოფ ბრალდებულებს ხანმოკლე პაემნით, მიმოწერით ან სატელეფონო საუბრით სარგებლობის უფლებები შეუზღუდონ.

საკონსტიტუციო სასამართლომ  დააკმაყოფილა  პატიმრობის კოდექსის  გასაჩივრებული ნორმები.  სარეზოლუციო ნაწილი  მეორე კოლეგიამ დღეს გამოცხადა.

სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული ნორმები პროკურორების მხრიდან თვითნებობის და ამ უფლების ბოროტად გამოყენების რისკებს ზრდიდა. 

ასევე გამომძიებელმა და  პროკურორმა სასამართლოს უნდა მიმართოს და დაასაბუთოს ამ უფლების შეზღუდვის საჭიროება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში