ისრაელის არმიამ არ იცის, როდის შეწყდება ცეცხლი - ჰაგარი

23 ნოემბერი 2023, 10:15 454 ნახვა

ღაზაში ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ჰამასსა და ისრაელის მთავრობას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა. ამის შესახებ ისრაელის არმიის სპიკერმა   ბრიფინგზე განაცხადა და   აღნიშნა, რომ არმიამ არ იცის, როდის შეწყდება სროლა.

ოთხშაბათისცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ისრაელი და ჰამასი შეთანხმდნენ ოთხდღიან პაუზაზე, რათა გაათავისუფლონ ღაზაში ჰამასის ტყვეობაში მყოფი 50 მძევალი და ისრაელში დაპატიმრებული 150 პალესტინელი, ასევე  ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ანკლავში.

ისრაელის განცხადებით,  ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეიძლება გაგრძელდეს კიდევ უფრო მეტი მძევლის გათავისუფლების შემთხვევაში, ხოლო პალესტინური მხარე თვის ბოლომდე 100-მდე მძევლის გათავისუფლებას ვარაუდობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში