"ჰამასსა" და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმება შეფერხდა

23 ნოემბერი 2023, 18:12 467 ნახვა

"ჰამასსა" და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებას გულისხმობდა, შეფერხდა. როგორც BBC წერს, მიზეზი "ჰამასის" მხრიდან წამოყენებული დამატებითი მოთხოვნებია. ბრიტანული მაუწყებლის ჟურნალისტი წერს, რომ ჯერ უცნობია, რა დამატებით პირობებს აყენებს "ჰამასი". შეთანხმების ფარგლებში, ცეცხლის ოთხდღიანი შეწყვეტის პარალელურად, "ჰამასმა" 50 ისრაელელი მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ხოლო ისრაელმა 150 პალესტინელი დაკავებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში