ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ოთხ დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

24 ნოემბერი 2023, 10:02 600 ნახვა

ისრაელსა და "ჰამასს" შორის ზავი დღეს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ამოქმედდა, მძევლების ნაწილის გაცვლა დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

შეთანხმების მიხედვით დღეს ისრაელი 39 პალესტინელს, „ჰამასი“ კი 13 ტყვეს გაათავისუფლებს. საერთო ჯამში "ჰამასი" ღაზიდან 50 მძევალს, ისრაელი კი 150 პალესტინელ პატიმარს გაუშვებს. პარალელურად გრძელდება საერთაშორისო დახმარება ღაზის სექტორში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, 4 დღიანი პაუზის დროს ანკლავში 200 სატვირთო შევა, ასევე მოსალოდნელია 130 ათასი ლიტრი საწვავის შეტანაც.

ისრაელსა და ,,ჰამასს'' შორის დაპირისპირება გასულ ღამესაც გრძელდებოდა, ისრაელის თავდაცვის განცხადებით დაკავებულია ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი. თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი კი აცხადებს, რომ დროებითი ზავის შემდეგ ინტენსიური ბრძოლა კიდევ სულ მცირე 2 თვე გაგრძელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში