„ჯვაროსნები“ ფინალში გასვლის შემთხვევაში გადამწყვეტ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავენ 

24 ნოემბერი 2023, 09:33 480 ნახვა

ევრო 2024-ის პლეი ოფის წყვილების კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში გაიმართა და პლეი ოფის ფინალის ყველა მასპინძელი გამოვლინდა.

პლეი ოფის ფინალში გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

ეს უეფა-ში გამართული წილისყრის შედეგად დღეს გაირკვა. „ჯვაროსნები“ პლეი ოფის ნახევარფინალში ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებულის სტატუსით ითამაშებენ – ვილი სანიოლის გუნდი 21 მარტს ლუქსემბურგს უმასპინძლებს, მეორე წყვილში კი საბერძნეთი ყაზახეთს მიიღებს.

წილისყრას ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში