ოკუპანტის იერიში უკრაინის დასახლებებზე

24 ნოემბერი 2023, 09:15 489 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ნიკოპოლზე. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, ასევე ხერსონის ოლქი, სადაც 1 ქალი და 2 ბავშვი დაშავდა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ დღეს მტერმა 4 მიმართულებით წარუმატებელი შეტევა განახორციელა, ასევე განადგურებულია ოკუპანტის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ხმელენკის ოლქის მიმართულებით იყო გაშვებული.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით კი, უკრაინა თავისი სანქციებით საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს ავსებს. გაიცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა გასცა განკარგულება 300-ზე მეტ იურიდიულ და 150 ფიზიკური პირის მიმართ დაწესდეს სანქციები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში