დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პალესტინის ლიდერებს შეხვდება

24 ნოემბერი 2023, 13:40 452 ნახვა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პალესტინის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს. დევიდ ქემერონი ახლო აღმოსავლეთში ოფიციალური ვიზიტით მეორე დღეა იმყოფება.

მინისტრის განცხადებით, ბრიტანეთი დამატებით 30 მილიონ ფუნტს გამოყოფს ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად.

აღნიშნა, რომ მძევლების გარიგება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმით, რომ ზოგიერთი ტყვე სახლში დაბრუნდება, არამედ იმით, რომ ბრძოლის შეჩერება საშუალებას მისცემს მეტი ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ღაზაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში