უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

25 ნოემბერი 2023, 10:50 471 ნახვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. ნიკა გელენიძის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეგობრები და თანამებრძოლები დახვდნენ. ქართველი ახალგაზრდა მეომარი, პუტინის არმიის აგრესიას იმ დროს ემსხვერპლა, როცა ბახმუტში გარდაცვლილი თანამებრძოლის ცხედრის გამოტანას ცდილობდა.

არსებული ცნობებით, სამხედრო დაბომბვაში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.

30 წლის მებრძოლი თბილისის დანაყოფის წევრი იყო. გელენიძეს ფოთში, საგვარეულო სასაფლაოზე 28 ნოემბერს დაკრძალავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში