პოლონეთში სამი ქართველი დააკავეს

25 ნოემბერი 2023, 10:05 559 ნახვა

მანქანის გატეხვისა და ქურდობისთვის პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით დაკავებულები 40, 41 და 42 წლის კაცები არიან.

ბრალდებულებმა ავტოსადგომზე გაჩერებული „აუდის“ ტიპის მარკის ავტომანქანა გატეხეს და ნივთები მოიპარეს.

ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ასევე აღმოაჩინა გასაღებების ნაკრები და სამკაულები.

დაკავებულებს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში