ზელენსკის მადლობა ზურაბიშვილს 

26 ნოემბერი 2023, 10:50 509 ნახვა

ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ბევრი ტანჯვა გადაიტანეს - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა.

ზურაბიშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ აფასებს სოლიდარობას და აღნიშნა, რომ ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ხალხი დავიცვათ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში