საცხოვრებელი კომპლექსი დევნილებისთვის

26 ნოემბერი 2023, 14:05 510 ნახვა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის სამი, 12 სართულიანი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება და დევნილ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ. ნიკეას ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და სამი კორპუსის კარკასის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. 

პროექტის ბიუჯეტი 77 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.  

პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილ ოჯახს გადასცემს. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000-მდე ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

ორივე პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში