აშშ-ის ვერმონტის შტატში პალესტინელ სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნეს

27 ნოემბერი 2023, 09:05 415 ნახვა

პოლიცია და ფედერალური აგენტები ეძებენ შეიარაღებულ კაცს, რომელმაც  ცეცხლი გაუხსნა  პალესტინური წარმოშობის სტუდენტებს. ინციდენტი ამერიკის ვერმონტის შტატის ქალაქ  ბერლინგტონში მოხდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ დანაშაული სიძულვილის ნიადაგზეა ჩადენილი. 

პისტოლეტით შეიარაღებულმა კაცმა  შაბათს საღამოს ვერმონტის უნივერსიტეტის მახლობლად   ქუჩაში სამ მსხვერპლს ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

ადგილზე მისულმა პოლიციამ დაშავებულებს  პირველადი დახმარება აღმოუჩინა.  ორი მსხვერპლი ამერიკის მოქალაქეა, ხოლო მესამე აშშ-ში  ლეგალურად ცხოვრობდა. ყველა 20 წლისაა - განაცხადა პოლიციამ. 

თავდასხმის დროს ორ სტუდენტს  კეფიე-ტრადიციული პალესტინური თავსაბურავი ეკეთა.  დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორის მდგომარეობა მძიმეა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში