ამინდის გაუარესების გამო, მოვუწოდებთ მოსახლეობას განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში, სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკავონ - საგანგებო

27 ნოემბერი 2023, 12:35 788 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამინდის გაუარესების გამო, მოქალაქეებს, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში, სიფრთხილისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მათივე განმარტებით, მეხანძრე-მაშველები კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.

„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში