სიის გამო ისრაელსა და ''ჰამასს'' შორის უთანხმოებაა 

27 ნოემბერი 2023, 14:08 492 ნახვა

ყატარის შუამავლები მუშაობენ ისრაელსა და ''ჰამასს'' შორის არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად, რომელიც მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების სიებთან დაკავშირებით წარმოიშვა. ამის შესახებ ისრაელის საინფორმაციო სააგენტოები წერს. ისინი მხარეებმა დღეს უნდა  გაათავისუფლონ. კონკრეტულად რა არ აწყობთ მხარეებს, უცნობია.  

ყატარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკვე ჩაერიენ, რათა ადამიანების   გათავისუფლებაში შეფერხებები თავიდან აიცილონ. ჰამასმა ორშაბათს 11 ისრაელელი მძევალი უნდა გაათავისუფლოს.

ისრაელის ხელისუფლებამ მათი სია გუშინ გვიან ღამით მიიღო. გუში ჰამასის ბოევიკებმა გაათავისუფლეს 14 მძევალი, მათ შორის 4-დან 17 წლამდე ასაკის ცხრა ბავშვი.

საერთო ჯამში, ზავის ბოლო სამი დღის განმავლობაში 39 ისრაელელი დაბრუნდა სახლში, ხოლო 117 პალესტინელი გაათავისუფლეს ისრაელის ციხეებიდან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში