7 ბალიანი შტორმი ბათუმში

27 ნოემბერი 2023, 15:05 1808 ნახვა

ბათუმში 7 ბალიანი შტორმია. ზღვის ტალღებმა ახალი ბულვარის ტერიტორია დააზიანა. წაღებულია საფეხმავლო ბილიკის ნაწილი. დაზიანდა სანაპირო ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები.

ადგილზე დილიდან იმყოფებიან ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკაც.

სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი. მათი ინფორმაციით, ზარალის დათვლა გამოდარებისთანავე დაიწყება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძლიერი ქარისა და შტორმის გამო მოსახლეობას მოუწოდებს სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში