“არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობა საქართველოში“ - ანგარიში

28 ნოემბერი 2023, 14:03 415 ნახვა

საქართველოში არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოამზადა კანონის უზენაესობის ცენტრმა.  

ანგარიშის ავტორის ლონდა თორაიას თქმით, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ყველაზე მეტი გამოწვევა სკოლებშია. ასევე ხშირია ინტერნეტსივრცეში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების  მათ შორის, ფოტოებისა და ვიდეოჩანაწერების  უკანონო გასაჯაროება.

კვლევის ფარგლებში გამოვლენილ გამოწვევებზე საპასუხოდ შემუშავდა რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და სკოლებისთვის, რომელთა შესრულება როგორც ამბობენ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში