სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

28 ნოემბერი 2023, 18:02 651 ნახვა
00:00
00:00

ბათუმში ძლიერი შტორმის შედეგად ნატანი ინერტული მასა გამოირიყა ზღვის სანაპიროზე, რამაც დააბინძურა პრომენადი და ველობილიკი. ამ დროისთვის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ხორციელდება ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, რომელშიც ჩართულია სანდასუფთავების, ასევე სხვა მუნიციპალური სამსახურების ადმინისტრაციული რესურსი და ტექნიკა. სპეცტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს პრომენადებზე არსებული ნატანი მასალის გატანა, რის შემდეგაც განხორციელდება საბოლოო დასუფთავება და გადარეცხვის სამუშაოები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი