„ჰამასმა“ 12 მძევალი გაათავისუფლა

29 ნოემბერი 2023, 10:03 546 ნახვა

ისრაელის ციხის სამსახურმა დაადასტურა, რომ, ზავის პირობების გათვალისწინებით, 30 პალესტინელი მძევალი გათავისუფლდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ოფერის ციხიდან და იერუსალიმის დაკავების ცენტრიდან ყველა პატიმარი გათავისუფლებულია. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ „ჰამასმა“ წითელ ჯვარს ისრაელში გადასაყვანად კიდევ 12 მძევალი გადასცა. მათ შორის ორი უცხო ქვეყნის 10 კი ისრაელის მოქალაქეა.

მძევლების გაცვლის პროცესი მას შემდეგ გაგრძელდა, რაც „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი ორი დღით გახანგრძლივდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში