ბათუმელი ტაეკვონდისტის ბრინჯაო „ბალკანეთის თასზე“

29 ნოემბერი 2023, 10:01 395 ნახვა

ბოსნია-ჰერცოგოვინაში გაიმართა ჯი-1 კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში „ბალკანეთის თასი 2023“, სადაც წარმატებით იასპარეზა ბათუმელმა მებრძოლმა ზურაბ კინწურაშვილმა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კინწურაშვილის გარდა ტურნირზე კიდევ ორმა ქართველმა - ბექა ქავთარაძემ და გიორგი ბოსტოღანაშვილმა იბრძოლეს, თუმცა ტუნირი ორივემ უმედლოდ დაასრულა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში