შავი ზღვის რეგიონში შტორმმა სამი ადამიანი იმსხვერპლა

29 ნოემბერი 2023, 10:15 486 ნახვა

სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთისა და ყირიმის შავი ზღვის სანაპიროებზე ძლიერი შტორმის შედეგად. სტიქიის გამო სანაპირო რაიონებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ერთი ადამიანი დაიღუპა საკურორტო ქალაქ სოჭში, მეორე რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმის ნახევარკუნძულზე და მესამე კი  გემზე ქერჩის სრუტეში. შტორმი შავ ზღვაში  პარასკევიდან მძვინვარებს.

ინტერნეტ-ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო კადრებზე სოჭის მახლობლად მდებარე ქალაქ ადლერში ზღვის სანაპიროზე რამდენიმე ბალიანი ტალღებია ასახული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში