თურქეთი ნატოში შვედეთის გაწევრიანებას სავარაუდოდ მხარს დაუჭერს - ფიდანი

29 ნოემბერი 2023, 14:10 488 ნახვა

წლის ბოლომდე თურქეთის პარლამენტი ნატოში შვედეთის გაწევრიანებას, სავარაუდოდ. მხარს დაუჭერს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან კონსულტაციის დროს განაცხადა.

სწორედ ამ შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თურქეთის პარლამენტი შვედეთს წლის ბოლომდე მხარს დაუჭერს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიამ ნატოში შვედეთის გაწევრიანების საკითხი გადადო და დამატებითი განხილვის აუცილებლობის მიზეზი მოიყვანა. მხოლოდ კომისიის მხარდაჭერის შემდეგ საკითხს თურქეთის პარლამენტი  პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

შვედეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადი 2022 წელს ფინეთთან ერთად შეიტანა.

ბოლო დრომდე სტოკჰოლმის განაცხადს ანკარა მხარს არ უჭერდა და ამის მიზეზად შვედეთის მიერ ქურთი ტერორისტების მხარდაჭერას ასახელებდა. ნატოში შვედეთის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს უნგრეთი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში