ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკის სისტემური გამოწვევები - კონფერენცია

29 ნოემბერი 2023, 14:00 496 ნახვა

ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მხარდამჭერი სერვისები და მექანიზმები საქართველოში.  საჭიროებების და გამოწვევების ანალიზის კვლევა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წარადგინა. მასში წარმოდგენილია ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის სახელმწიფოს ფსიქო-სოციალური, საინფორმაციო და სამართლებრივი სერვისების ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული, ეკონომიკური და იდენტობის ფაქტორები.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უფრო მეტი საბიუჯეტო, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები მოიზიდოს მსხვერპლის ნამდვილ საჭიროებებზე მორგებული, მის მდგრად უსაფრთხოებასა და ხანგრძლივ კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოლიტიკის გასატარებლად.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში