სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

29 ნოემბერი 2023, 18:06 505 ნახვა

სტიქიიდან მეორე დღეს უცნობია რა ოდენობის ზარალი მიადგა ქობულეთსაც. სტიქიის სალიკვიდაციო კომისია ამ დრომდე ითვლის და აზუსტებს მასშტაბებს. ვიდრე კომისია დასკვნას დადებს, საკომპენსაციო თანხებსაც დააჯამებს და ზარალის ანაზღაურებასაც დაიწყებს,მოსახლეობა დროულ დახმარებას ითხოვს. ქობულეთის მერის განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება ზარალის დათვლა და აღდგენითი სამუშაოები. შესაბამისი სამსახურები დაითვლიან თუ რა ზიანი მიადგა მოსახლეობას და კანონის ფარგლებში ყველა მოქალაქე იქნება დაკმაყოფილებული. ბულვარის რეაბილიტაცია კი ზაფხულის ტურისტულ სეზონამდე დასრულდება. ამ დროისთვის ქობულეთის მერიის სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე 25 შეტყობინებაა შესული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში