ალმათის ჰოსტელში ხანძარმა 13 ადამიანი იმსხვერპლა

30 ნოემბერი 2023, 10:05 602 ნახვა

13 ადამიანი დაიღუპა ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმათის ჰოსტელში გაჩენილი ხანძრის შედეგად - ნათქვამია ქალაქის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის განცხადებაში. დაღუპულთაგან ცხრა ყაზახეთის, ორი რუსეთის და ორი უზბეკეთის მოქალაქეა - განაცხადა ალმათის პოლიციის დეპარტამენტმა.

ხანძარი სამსართულიან კორპუსში, რომლის სარდაფსა და პირველ სართულზე ჰოსტელია განთავსებული, დილით ადრე გაჩნდა. შემთხვევის დროს ჰოსტელში 72 სტუმარი იმყოფებოდა.  13 ადამიანი  ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის შედეგად დაიღუპა, დანარჩენმა 59-მა კი შენობის დატოვება მოახერხა. ოთხ ადამიანს დასჭირდა  სამედიცინო დახმარება, მათ შორის ერთი სტუდენტია ინდოეთიდან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მთავრობის გადაწყვეტილებით,  შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მომხდარს გამოიძიებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში