თავდაცვის ახალი კოდექსი

30 ნოემბერი 2023, 18:10 496 ნახვა

თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით, 80 ხმით დაამტკიცა. მთავრობის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესი იცვლება. ცვლილებებით სტუდენტებისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის დისტანციური სწავლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი აღარ იქნება და გაწვევას სასამართლო სარჩელი ვეღარ შეაჩერებს. მეორე მოსმენისას დაზუსტდა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება იმ პირებზე, ვისაც 2024 წლის პირველ იანვრამდე ონლაინ სტუდენტის სტატუსი ექნებათ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში